ღონისძიების ავტორი

საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენცია

ქუთაისის უნივერსიტეტი 2017 წლის 11-12 ნოემბერს აწყობს საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას

თემაზე  „ეკონომიკა, ბიზნესი და ტურიზმი: აქტუალური პრობლემები,

მიღწევები და ინოვაციები“

 

 

კონფერენციის პროგრამით გათვალისწინებულია შემდეგი სექციების მუშაობა:

  1. ეკონომიკური თეორია და პოლიტიკა;
  2. ფინანსები და ინვესტიციები;
  3. მიკროეკონომიკა, მენეჯმენტი, მარკეტინგი და მომსახურების სფერო;
  4. ტურიზმი;
  5. სტატისტიკა, აღრიცხვა და აუდიტი;
  6. საჯარო მართვა; ბიზნესის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
  7. მაკროეკონომიკა, რეგიონული და მუნიციპალური ეკონომიკა;

 

კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური, რუსული

 

 

მნიშვნელოვანი: კონფერენციაში მონაწილეობა (კრებულის და თანმხლები მასალების მიღება) უფასოა!

 

კონფერენციაში მონაწილეობისათვის მასალების წარმოდგენის ვადები და წესი:

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2017 წლის 29 ოქტომბრის 1700 სთ-მდე უნდა წარმოადგინონ (გადმოაგზავნონ) მოხსენებების ელექტრონული ვერსიები შემდეგი წესების დაცვით:

  • ნაშრომი სრულდება კონფერენციის ერთ-ერთ სამუშაო ენაზე, რომელსაც ახლავს მისი რეზიუმე ინგლისურ ენაზე (160-170 სიტყვა);
  • ნაშრომის საერთო მოცულობა (ლიტერატურისა და წყაროების ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს 6 გვერდს.
  • ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ფორმატით. მინდორი: ზედა, ქვედა, მარცხენა, მარჯვენა – 2.0 სმ;
  • შრიფტი Sylfaen ან Times New Roman, სტილი Normal, შრიფტის ზომა – 11;
  • სტრიქონთაშორისი ინტერვალი – 1,15;
  • ნახატები, გრაფიკები, სქემები და ა. შ. – ფორმატში TIFF 300dpi; 600dpi. ფორმულები უნდა აიკრიფოს ფორმულების რედაქტორში Microsoft equation 2.0 (2.1.);
  • გამოყენებული ლიტერატურა მიეთითება ტექსტების ბოლოს;
  • მოხსენება წარმოდგენილი უნდა იყოს არაუმეტეს ორი ავტორის მიერ;
  • კონფერენციის თითოეული მონაწილე ავსებს აპლიკაციის ფორმას, სადაც აფიქსირებს მისთვის სასურველ აქტივობას.

 

უარყოფილი მოხსენებების ავტორებს უფლება აქვთ მოითხოვონ არგუმენტირებული პასუხი კონფერენციის ორგანიზატორებისაგან და სარედაქციო კოლეგიისაგან.

 

გაფორმების წესი მოხსენების და რეზიუმეს წარმოდგენისას:

  • ზედა მარჯვენა კუთხეში – ავტორ(ებ)ის სახელი და გვარი (მუქი (Bold) შრიფტი). დეფისის შემდეგ მიეთითება ორგანიზაცია, აკადემიური ხარისხი და თანამდებობა (კონფერენციის ერთ-ერთ სამუშაო ენაზე და ინგლისურ ენაზე)
  • 1 ინტერვალის შემდეგ სტრიქონის შუა ნაწილში – ნაშრომის დასახელება მუქი შრიფტით;
  • 1 ინტერვალის შემდეგ – ნაშრომის სრული ტექსტი კონფერენციის ერთ-ერთ სამუშაო ენაზე და რეზიუმე ინგლისურ ენაზე (სათაურის მითითებით).

 

მნიშვნელოვანი: კონფერენციის ორგანიზატორები იტოვებენ სტატიების წინასწარი შერჩევის და გამოქვეყნებაზე უარის თქმის უფლებას!

წესების დარღვევით მოწოდებული სტატიები დასაბეჭდად არ განიხილება!

 

სარედაქციო კოლეგია პატივს სცემს ნებისმიერი ავტორის შეხედულებებს.

სტატიები დაიბეჭდება წარმოდგენილი სახით. ნაშრომებში გამოთქმულ მოსაზრებებზე და დასკვნებზე, ეკონომიკურ-სტატისტიკური მაჩვენებლების, ფაქტების, ციტატების და  გეოგრაფიული დასახელებების, ასევე სხვა ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხისმგებელია ავტორი

 

მნიშვნელოვანი თარიღები (საქართველოს დროით):

29 ოქტომბრის 1700 სთ - სტატიების ელექტრონული ვერსიების და მონაწილეთა აპლიკაციების                    

                                          წარმოდგენის ბოლო ვადა;

1 ნოემბერი - ავტორებისათვის კონფერენციაზე თემის დაშვების შეტყობინება;

11-12 ნოემბერი  - კონფერენციის ჩატარების თარიღები;

 

 

მნიშვნელოვანი: საორგანიზაციო კომიტეტი დაინტერესებულია შრომების კრებული გამოსცეს კონფერენციის ჩატარების თარიღისათვის!

 

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის საკონტაქტო რეკვიზიტები:

მისამართი: 4600 საქართველო, ქ., ქუთაისი, წერეთლის ქ. №13. ქუთაისის უნივერსიტეტი, სამეცნიერო-ანალიტიკური ცენტრი, ოთახი №103.

 

 

 

 

 

კონფერენციაში მონაწილეობის ღირებულება:

 

აქტივობა

ღირებულება

1

კონფერენციაში მონაწილეობა შრომების კრებულში სტატიის გამოქვეყნებით

უფასო

2

ლანჩი

უფასო

3.

ნაშრომების რედაქტირება, შრომების კრებულის მომზადება და გამოცემა

უფასო

4

ოფიციალურ ბანკეტზე დასწრება

50 ლარი

 

მნიშვნელოვანი: მონაწილეს შეუძლია დააფინანსოს მხოლოდ მისთვის სასურველი აქტივობა!

 

სურვილის შემთხვევაში, ოფიციალურ ბანკეტზე დასწრების თანხა უნდა ჩაირიცხოს არაუგვიანეს 8 ნოემბრისა შემდეგ ანგარიშზე:

სალარე ანგარიშისათვის

შ.პ.ს    ,,ქუთაისის უნივერსიტეტი“

ს/კ 212677094

ქუთაისი , ა. წერეთლის ქუჩა N13

თიბისი ბანკი GE51TB7054336020100021  GEL

 

გადარიცხვის განხორციელებისას უნდა მიეთითოს მონაწილის ვინაობა და გადარიცხვის დანიშნულება („კონფერენციაში მონაწილეობა“)

მნიშვნელოვანი: კონფერენციის ორგანიზებაში ნებისმიერი ცვლილება ყველა მონაწილეს ეცნობება დამატებით,  კონფერენციის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი კვირით ადრე!

 

საკონტაქტო პირები:

 

ნიკო ჩიხლაძე

ელგუჯა დეისაძე

(+995 431) 251273 (ოფისი)

(+995 331) 251273 (ოფისი)

ტელ: (+995 95) 30 45 30 (მობ)

ტელ: (+995 99 940434)  (მობ)

E-mail: chixi@mail.ru

E-mail: deisadzee@yahoo.com