გადმოდი მობილობით ქუთაისის უნივერსიტეტში ! 
მობილობა ხორციელდება შემდეგ პროგრამებზე:
ბაკალავრიატი:
ეკონომიკა
ტურიზმის მენეჯმენტი
ბიზნესის ადმინისტრირება

მაგისტრატურა:

საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი.
ფინანსები, საბანკო და სადაზღვევო საქმე.

ჩვენ გთავაზობთ:

• 100%_იანი სახელმწიფო სასწავლოს გრანტის მფლობელებს ყოველთვიურ 200 ლარიან სტიპენდიას.
• სწავლის ძველი საფასურის შენარჩუნებას, თუკი წინა უნივერსიტეტში უფრო დაბალი გადასახადი გქონდათ;
• სწავლის საფასურის 10 ნაწილად გადახდას;
• სწავლისათვის ყველა საჭირო ლიტერატურას ექლექტრონულ ფორმატში.
• დასაქმების რეალურ შესაძლებლობებს ყველაზე მოთხოვნადი განათლების მიღებით, დასაქმებულთა ერთ–ერთი ყველაზე მაღალი - 81% –იანი მაჩვენებელი საქართველოში;
• თქვენს მიერ წინა უნივერსიტეტში ათვისებული ყველა კრედიტის მაქსიმალურად აღიარებას;
• ევროპის უნივერსიტეტებში მობილობაში ხელშეწყობას;
• სტაჟირებას პრესტიჟულ პროფილურ დაწესებულებებში;
• ინდივიდუალურ გრაფიკს და ხელშეწყობას დასაქმებული, სპორტსმენი და ხელოვანი სტუდენტებისათვის.
 
რეგისტრაცია გაიარეთ:
 რეგისტრაციის ბოლო ვადაა 21 აგვისტო.

მობილობის წესით ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსის მოპოვების მსურველმა იმ პირებმა, რომელთაც მოიპოვეს აღნიშნული უფლება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისაგან, 2019 წლის 27 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე  ქუთაისის უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინონ:
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • მშობლიურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანების დამოწმებული ასლი;
  • მშობლიურ უნივერსიტეტში სტატუს შეწყვეტილმა ან შეჩერებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს ბრძანების დამოწმებული ასლი სტატუსის შეწყვეტის/შეჩერების შესახებ;
  • ინფორმაცია სტუდენტის მიერ განვლილი სასწავლო კურსებისა და მიღებული შეფასებების შესახებ იმ უმაღლესი   საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, სადაც სწავლობს/სწავლობდა სტუდენტი (ბეჭდით და ხელმოწერით დამოწმებული ნიშნების ფურცელი);
  • იმ საგანმანათლებლო დოკუმენტის ასლი, რის საფუძველზეც ჩაირიცხა მშობლიურ უნივერსიტეტში;
  • მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებმა);
  • პროგრამების შესაბამისობის დადგენის მიზნით შესაძლოა უნივერსიტეტმა გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია.
 
დამატებითი კითხვებისათვის დაგვიკავშირდით
ტელ: 514704407

ან მობრძანდით ქუთაისის უნივერსიტეტში 09:00 დან 17:00 საათამდე, აკ. წერეთლის #13.