იუმორისტული პროგრამა „ვიცინოთ ერთად“


2 ივნისს ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტების იუმორისტულმა ჯგუფმა „ბუმერანგმა“ სტუდენტებისა და ლექტორ-მასწავლებელთათვის წარმოადგინა გასართობი პროგრამა: „ვიცინოთ ერთად“.

გადაჭედილი სააქტო დარბაზი მაყურებელთა ემოციით იყო სავსე... იუმორი, სიმღერა, პაროდიები, მხიარული განწყობა შემოქმედმა ახალგაზრდებმა სცენიდან გულუხვად გაუნაწილეს მაყურებელს.

ქუთაისის უნივერსიტეტში ახლოვდება სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები. აღნიშნული ღონისძიება ერთგვარად პიარ-აქციასაც წარმოადგენდა. უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტმა, სტუდკავშირის თავჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა დიტო  ნუცუბიძემ თავისი სამუშაო პროგრამა გააცნო დამსწრე საზოგადოებას.

{Gallery dir='news/07-06-2011'}




არქივის ძებნა
კატეგორიები
facebook