ახალი შიდასაუნივერსიტეტო საგრანტო პროექტები


 

 

1. „რეგიონის ეკონომიკური განვითარების 2011-2015 წლების სტრატეგიის შემუშავება (იმერეთის მაგალითზე)“ /1.09.2010-1.03.2011/- განმახორციელებელი პერსონალი: სრ. პროფ. გ. ღავთაძე, სრ. პროფ. ნ. ჩიხლაძე,  ასოც. პროფ. კ. გაბელაშვილი; გამოყოფილი თანხა - 12900 ლარი.

მიღებული/ მოსალოდნელი შედეგები: რეგიონის დონეზე თანამედროვე სტრატეგიული დაგეგმარებითი პროცესების სრულყოფა-განვითარებისათვის საფუძვლების შექმნა; იმერეთის ეკონომიკური განვითარების პირობების და პერსპექტივების სრულად შესწავლა; რეგიონის ინვესტიციური პოტენციალის და კაპიტალის დაბანდების სავარაუდო პრიორიტეტული მიმართულებების დახასიათება; არსებული მეთოდიკის საფუძველზე  იმერეთის მხარის რეგიონული ინვესტიციური რისკის გაანგარიშება ახალი რეალობების გათვალისწინებით; ინფორმაციატევადი, პრაქტიკული მნიშვნელობის ანალიტიკური ნაშრომის შექმნა, რომელსაც ექნება მრავალმხრივი დატვირთვა და გამოყენება;

 

2. რეგიონის საგანმანათლებლო ბაზრის მარკეტინგული კვლევა (იმერეთის მაგალითზე)“ - /1.09.2010-1.03.2011/. განმახორციელებელი პერსონალი: ასოც. პროფ. თ. ვალიშვილი, ასოც. პროფ. ნ. ხაზარაძე, ასოც. პროფ. ლ. ლაღიძე, ასოც. პროფ. ე. ბაბუნაშვილი. გამოყოფილი თანხა - 14530 ლარი.

მიღებული/ მოსალოდნელი შედეგები: უმაღლესი სასწავლებლების ეფექტიანი მართვისათვის აუცილებელია განათლების პრობლემების გადაწყვეტა სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე. პროექტის საშუალებით დეტალურად იქნა შესწავლილი რეგიონის საგანმანათლებლო ბაზარი და წარმოდგენილი იქნა შესაბამისი ანალიტიკური მასალა სათანადო რეკომენდაციებით.




არქივის ძებნა
კატეგორიები
facebook