შეხვედრა დორის მარქსთან


 

26 აპრილს უნივერსიტეტის სტუდენტები შეხვდნენ  ფრაიბურგის უნივერსიტეტის ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, დამოუკიდებელი საგადასახადო საკონსულტაციო ფირმის მფლობელსა და კონსულტანტს - ქალბატონ  დორის მარქსს, რომელმაც  წაიკითხა ლექცია თემაზე - ,,საგადასახადო კონსულტანტად მუშაობა გერმანიაში.“

მიუხედავად ლექციის ცოტაოდენი პროფესიული სირთულისა, ქალბატონმა დორისმა თარჯიმანის დახმარებით შესაძლებელი გახადა მსმენელამდე საკმაოდ კარგად, დამაჯერებლად და საინტერესოდ მიეტანა სათქმელი.

საკონფერენციო დარბაზში სტუდენტებთან ერთად იმყოფებოდნენ პროფესორ-მასწავლებლებიც. მსმენელთა დაინტერესება აღნიშნული თემატიკისადმი დაადასტურა განსხვავებულმა  შეკითხვებმა მომხსენებლის მიმართ.

სტუდენტებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს მათ მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე და სურვილი გამოთქვეს მსგავსი ტიპის შეხვედრების გაგრძელების შესახებ.

{Gallery dir='news/26-04-2013'}




არქივის ძებნა
კატეგორიები
facebook