კიდევ ერთი ახალი საერთაშორისო პროექტი ჩვენს უნივერსიტეტში


 

რამდენიმე დღის წინ “Erasmus +” საქართველოს ეროვნულმა ოფისმა ოფიციალურად გამოაცხადა 2016 წლის საგრანტო კონკურსის შედეგები. ინსტიტუციონალური თანამშრომლობის (Ex-Tempus) მიმართულებით ბრიუსელის მიერ დაფინანსდა 9 ახალი პროექტი ქართული უნივერსიტეტების მონაწილეობით. ერთ–ერთ პროექტში, როგორც პარტნიორი, მონაწილეობას მიიღებს ქუთაისის უნივერსიტეტიც.

ახალ პროექტში, რომლის სახელწოდებაა „კურიკულუმის რეფორმა სამოქალაქო განათლების და დემოკრატიული პრინციპების სტიმულირებისთვის ისრაელში და საქართველოში“ (შემოკლ. ინგლ. „CURE“ ), წარმოდგენილია 18 პარტნიორი ორგანიზაცია: 6 ისრაელიდან, 6 საქართველოდან, 2 ავსტრიიდან, 2 ესტონეთიდან, ერთი პოლონეთიდან და ერთი გაერთიანებული სამეფოდან. გამარჯვებული პროექტის „აპლიკანტს“ წარმოადგენს გორდონის აკადემიური განათლების კოლეჯი (ქ. ჰაიფა, ისრაელი). საქართველო კი წარმოდგენილია 5 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებითა და ერთი არასამთავრობო ორგანიზაციით:

  1. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

  2. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფოს უნივერსიტეტი

  3. შპს „ქუთაისის უნივერსიტეტი“

  4. სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  5. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნვერსიტეტი

  6. სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი.

     

    პროექტის ხანგრძლივობა 3 წელია.




არქივის ძებნა
კატეგორიები
facebook