19 სექტემბერს ქუთაისის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლდა


 

19 სექტემბერს ქუთაისის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლდა. პირველკურსელებმა თავი უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში მოიყარეს. შეკრებილებს მიესალმა და სტუდენტობა მიულოცა უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ქალბატონი ეკა ბაბულაშვილი, ხარისხის მართვის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ქალბატონი თამარ ხაჩიძე და უნივერსიტეტის კულტურული ცენტრის კოორდინატორი ქალბატონი მზია ჟორჟოლიანი. მათ სტუდენტებს მოკლედ ესაუბრეს ის მიღწევებისა  და წარმატებების შესახებ, რომლითაც გამორჩეულია ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში და დღემდე ამაყობს ქუთაისის უნივერსიტეტი.

აქვე დაანონსდა გრანდიოზული საზეიმო ღონისძიება, რომელიც მომდევნო კვირაში გაიმართება უნივრერსიტეტის ეზოში, როგორც პირველკურსელთათვის, ასევე წლევანდელი და გასული სასწავლო წლის კურსდამთავრებულთათვის.

შეხვედრის შემდგომ პირველკურსელებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის მუზეუმი, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ლაბორატორიები, აუდიტორიები და სააქტო დაბაზი.

ვულოცავთ ქუთაისის უნივერსიტეტის თანამშრომლებსა და სტუდენტებს დღევანდელ დღეს; ვუსურვებთ ყველას წარმატებულ, ნაყოფიერ, სასარგებლო და სასიამოვნო სიახლეებით დატვირთულ სასწავლო წელს!




არქივის ძებნა
კატეგორიები
facebook