ღონისძიებებით დატვირთული თვე ქუთაისის უნივერსიტეტისთვის (ქუ)


 

სექტემბერი ღონისძიებებით დატვირთული თვე იყო ქუთაისის უნივერსიტეტისთვის საერთაშორისო პროექტებში აქტივობის თვალსაზრისით. TEMPUS-ის მიმდინარე ორი პროექტის ფარგლებში საკოორდინაციო შეხვედრები და კონფერენციები გაიმართა ბათუმსა და თბილისში.

 

5-9 სექტემბერს, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ (ბსმა), როგორც “Cruise-T” პროექტის რეგიონალურმა კოორდინატორმა, უმასპინძლა შემდეგ ღონისძიებებს:

 

  • კონფერენცია “Cruise-T” პროექტის შედეგების გავრცელებისთვის;
  • “Cruise-T” პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტების (საქართველოდან, უკრაინიდან და 5 ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან: გერმანია, იტალია, სლოვაკეთი, რუმინეთი და ბულგარეთი) სამუშაო შეხვედრები;
  • სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „რეგიონული ეკონომიკა და ბიზნესი: ტურიზმი, ლოჯისტიკა, ტრანსპორტი“;
  • II საერთაშორისო კონფერენცია „საზღვაო ინდუსტრიის ინოვაციური გამოწვევები: საზღვაო ტრანსპორტი, საინჟინრო ტექნოლოგიები, ლოგისტიკა, ტურიზმი“.

 

ჩვენი უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა, როგორც აკადემიურმა პერსონალმა, ასევე სტუდენტებმა, აქტიური მონაწილეობა მიიღეს ბათუმში გამართულ ყველა ღონისძიებაში. პროექტში ჩვენი აქტივობები სამი წლის შედეგებით და კომპეტენციის ცენტრის ბაზაზე ჩვენი სტუდენტების მიერ განხორციელებული კვლევითი პროექტები დადებითად შეფასდა პროექტის კოორდინატორის - პადერბორნის უნივერსიტეტის მიერ.

 

გარდა ამისა, ჩვენი სტუდენტების პრეზენტაციამ მოგზაურთა კლუბ „ჰორიზონტ“-ზე აუდიტორიის დიდი ინტერესი და აღტაცება გამოიწვია. კლუბის მისიაა ხელი შეუწყოს ახალგაზრდების ტურიზმით დაინტერესებას და წვლილი შეიტანოს საქართველოში ტურიზმის განვითარებაში. „ჰორიზონტი“ წარმოადგენს ნამდვილ წარმატების ისტორიას, რომლითაც ჩვენ ყველას შეგვიძლია ვიამაყოთ.

 

20-22 სექტემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა (ისუ) “PEOPLE” -ის პროექტის ფარგლებში უმასპინძლა ღონისძიებებს:

 

  • ადამიანური რესურსების პროცესების დოკუმენტალური აუდიტი საქართველოს ორი პარტნიორი უნივერსიტეტისთვის (ისუ და ქუ);
  • მეორე საერთაშორისო კონფერენცია “PEOPLE” -ის პროექტის შედეგების გავრცელებისთვის;
  • ტრეინინგ სემინარები ადამიანური რესურსების სტრატეგიულ დაგეგმარებაში საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის (უსდ).

 

საერთაშორისო კონფერენციას ესწრებოდნენ Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისის კოორდინატორი - ლიკა ღლონტი, საქართველოს უნივერსიტეტების წარმომადგენლები და ექსპერტები პროექტის ოთხი უცხოური პარტნიორი ქვეყნიდან: სომხეთი, შვედეთი, ესპანეთი და პორტუგალია. ჩვენი უნივერსიტეტიდან კონფერენციას ესწრებოდა 6 წარმოამდგენელი. კონფერენციის ღია პლენარული სესია მიეძღვნა ისეთ თემებს, როგორიცაა ადამიანური რესურსების სტრატეგიული მენეჯმენტი და ადამიანური რესურსების აუდიტირების პროცესი უსდ-ებში. ჩვენი წარმომადგენელი, ადამიანური რესურსების მენეჯერი და “PEOPLE” პროექტის ადგილობრივი კოორდინატორი - ელგუჯა დეისაძე წარსდგა პრეზენტაციით „ადამიანურ რესურსებში ევროპული გამოცდილებიდან მიღებული სარგებელი საქართველოს უსდ-ებისთვის“

კონფერენციის შემდეგ, სამ საათიანი ტრეინინგ-სემინარი თემაზე „ადამიანური რესურსების სტრატეგიული დაგეგმარება უსდ-ებში“ ჩაატარა ქუთაისის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მენეჯერმა - ელგუჯა დეისაძემ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსმა - მარი ბურდულმა. ორივეს მანამდე გავლილი ჰქონდა ტრეინინგები ადამიანური რესურსების სტრატეგიულ დაგეგმარებაში ევროპის პარტნიორ ქვეყნებში (ესპანეთი და პორტუგალია). ტრეინინგ-სემინარს ესწრებოდა ადამიანური რესურსების სპეციალისტები საქართველოს 5 უნივერსიტეტიდან, რომლებისთვისაც ეს ტრეინინგი აღმოჩნდა მეტად სასარგებლო მათი შემდგომი საქმიანობისთვის. მათ გულწრფელად გამოხატეს სურვილი დაემყარებინათ მჭიდრო კავშირები “PEOPLE”-ის პროექტის პარტნიორებთან იმისათვის, რომ შემდგომი თანამშრომლობით უფრო მეტი სარგებლის მიღება შეძლონ.

{Gallery dir='news/28-09-2016'}




არქივის ძებნა
კატეგორიები
facebook