ტრენინგი თემაზე - ახალგაზრდები შიდა ტურიზმის განვითარებისათვის.


 

3 ოქტომბერს უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ტრენინგი თემაზე: ,,ახალგაზრდები შიდა ტურიზმის განვითარებისათვის.“
ტრენერი გახლდათ პოზნანის მერიის ტურიზმის დაგეგმარების სამსახურის ხელმძღვანელი ბატონი ვოიტეკ მანია.

ტრენინგის ორგანიზება გაკეთდფა პროექტის ფარგლებში, რომელსაც ეწოდება "ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერა სამეგრელოსა და რაჭის რეგიონებში, რეგიონალური ტურიზმისთვის ხელშეწყობა და გამოცდილების გაზიარება იმერეთის რეგიონში". აღნიშნული პროექტი ხორციელდება ფონდ ICAD-ისა და არასამთავრობო ორგანიზაცია Pro Motion Georgia მიერ. ტრენინგი მიზნად ისახავს ტურიზმის ბაზრის ცოდნის გაღრმავებასა და მისი მართვის მექანიზმების გაცნობას. ქართველი და პოლონელი სპეციალისტები სტუდენტებს ჩაუტარებენ ტრენინგებს, შემდეგ თემებზე:
მთავარი თემები:
1. ადგილობრივ და უცხოურ კომპანიებთან თანამშრომლობის მნიშვნელობა (მაგ: უცხოური ტურ-ოპერატორები);
2. ღონისძიებები ტურიზმის პრომოუშენისთვის (ვებგვერდები, ბლოგები, სოციალური მედია, სარეკლამო კამპანიები);
3. რას ნიშნავს იყო კარგი გიდი (ცოდნა, მოხერხებულობა, უნარ-ჩვევები, ენების ცოდნა, კულტურილი ფონის ცოდნა, ვიწრო სპეციალიზაცია).

ტრენინგის თემატიკას დიდი დაინტერესება მოყვა უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის. ყურადღებით ადევნებდნენ თვალყურს  პრეზენტაციას და ასევე თავადაც ჩაერთნენ პოლემიკაში -  დაისვა საინტერესო შეკითხვები წარმოდგენილი თემის ირგვლივ.

დასასრულს პრეზენტატორმა - ბატონმა ვოიტეკ მანიამ მადლობა გადაუხადა ქუთაისის უნივერსიტეტს ასეთი ორგანიზებული და თბილი მასპინძლობისთვის.

{Gallery dir='news/04-10-2016'}




არქივის ძებნა
კატეგორიები
facebook