მან-სან-კან-ის ფესტივალი ქუთაისის უნივერსიტეტში


 

20 ოქტომბერს ქუთაისის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში უხვად გაბნეული ხალისიანი განწყობა და  ჟრიამული დარბაზის კედლებს გასცდა: უნივერსიტეტის მხიარულთა და საზრიანთა კლუბის წევრებმა მან-სან-კან-ის ფესტივალი გამართეს -  მაყურებლის წინაშე 7 გუნდი წარსდგა. სასიხარულოა, რომ პირველკურსელები აქტიურად ჩაებნენ პირველივე ასეთ ღონისძიებაში.

თითოეული გუნდის მიერ წარმოდგენილი  პროგრამა თავისი შინაარსით და ფორმატით  მეტად ორიგინალური, სახალისო და საინტერესო  იყო.. დარბაზში დიდხანს არ შეწყვეტილა ტაში, ოვაცია და მხიარული განწყობა.

ჟიურის გადაწყვეტილებით გამოვლინდა ,,ფესტივალი 2016-ის“  გამარჯვებული, გოგონების გუნდი - ,,ავანტიურისტები.“

ფესტივალის სპონსორი და მხარდამჭერი გახლდათ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მომავლის ფონდი“, რომელმაც გამარჯვებულ გუნდ საჩუქრად თასი გადასცა.




არქივის ძებნა
კატეგორიები
facebook