საპატიო ჯილდოები უნივერსიტეტის თანამშრომლებს


 

უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზი კიდევ ერთი საზეიმო და კეთილგანწყობილი შეხვედრის მოწმე გახდა - ახლახანს ცნობილი გახდა ფრიად  სასიამოვნო ინფორმაცია:  ქუთაისის უნივერსიტეტი მოხვდა საქართველოს ტოპ-20 ლიდერ საწარმოთა შორის საქართველოს ლიდერი საწარმო სამეურნეო სუბიექტების ზოგადსახელმწიფოებრივი სტატისტიკური რანჟირების მიხედვით, კრიტერიუმების - ,,დანახარჯები დასაქმებულებზე“ და ,,მოგება/ზარალის“ მიხედვით. ამ რეიტინგის მიხედვით ქუთაისის უნივერსიტეტი გახდა ,,ვერცხლის“ და ,,ბრინჯაოს“ რეიტინგის მფლობელი 2014-2016 წლების შედეგების მიხედვით.

ამასთან დაკავშირებით ქუთაისის უნივერსიტეტმა გამოავლინა წლის სამი საუკეთესო თანამშრომელი და მათ საზეიმო ვითარებაში გადაეცათ: ორდენი ,,ეკონომიკის ვარსკვლავი“ -უნივერსიტეტის სრულ პროფესორს, ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელს ბატონ ნიკოლოზ ჩიხლაძეს, მედალი - ,,პროფესიული დამსახურებისთვი“-ს უნივერსიტეტის ასოც.პროფესორს, დეკანის ოფისის მენეჯერს ქალბატონ მავლინა ყიფიანს და სერტიფიკატი-,,წლის სპეციალისტი“ უნივერსიტეტის სასწავლო მონიტორინგის სამსახურის უფროსს ქალბატონ ნაირა მანაგაძეს. აღნიშნული ჯილდოების გადაცემას  თანამშომელთა მხრიდან მოჰყვა გულწრფელი  ოვაცია და მილოცვები.

საპატიო ნომინაციების მინიჭება ნომინანტებისათვის იყო მოულოდნელი და სასიხარულო სიურპრიზი. მათ მადლობა გადაუხადეს უნივერსიტეტის რექტორატსა და დამფუძნებლებს მათი შრომისა და ღვაწლის ესოდენ დაფასებისთვის.

 

 

 

{Gallery dir='news/07-11-2016'}




არქივის ძებნა
კატეგორიები
facebook