პროექტი: 158739-TEMPUS-DE-TEMPUS-JPHES-WeNeT. ელექტრონული სწავლების ქსელი ტურიზმში კადრების გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით (ბელორუსი,საქართველო,უკრაინა)

პროექტის განხორციელებაში მონაწილეობას ღებულობენ, გერმანიის, ავსტრიის, იტალიის, სლოვენიის, საქართველოს, უკრაინისა და ბელორუსიის სასწავლო დაწესებულებები და შესაბამისი სფეროს სამინისტროების წარმომადგენლები. სულ პროექტის ფარგლებში პროექტი WeNeT -ის კონსორციუმში გაერთიანებულია 29 ორგანიზაცია.

საქართველოს წარმოადგენენ: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (რომლის ბაზაზეც ფუნქციონირებს ეროვნული პორტალი); ქუთაისის უნივერსიტეტი; ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

2010- წლიდან დღემდე პროექტის ფარგლებში გაწეული სამუშაოების შედეგად საქართველოში, ბელორუსიასა და უკრაინაში შექმნილია ეროვნული პორტალები, რომლებზეც განთავსებულია სპეციალური გადამზადების კურსები, ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა ან დასაქმების მსურველთა ინტერესების გათვალისწინებით.

ქუთაისის უნივერსიტეტის მიერ პროექტის ფარგლებში მომზადებულია და ფუნქციონირებს შემდეგი სასწავლო კურსები:

1. ტურიზმის ფინანსური მენეჯმენტი ......... სილაბუსი
2. სპეციალური ღონისძიებების მენეჯმენტი   სილაბუსი
3. დაზღვევა ტურიზმის სფეროში   სილაბუსი
4. აღრიცხვა ტურიზმში   სილაბუსი

მედია სიახლეები

ქუთაისის უნივერსიტეტიWeNet-ის შეხვედრებზე. იხილეთ ფოტოგალერეა

WeNet ის სემინარი ქუთაისში, მაისი 2011 წელი

WeNet ქუთაისში, ოქტომბერი 2012 წელი